logo
ENG



"ვერთიანდებით ევროპული მომავლის დასაცავად!" - ხვალინდელ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

16 ნოე 202421:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/16/2pvp46p4hswypea.png

ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით, "დაიბრუნე ხმა" გაიმართება, რომელსაც სტუდენტების შეუერთდებიან.

როგორც ღონისძიების ანონსში წერია, სტუდენტები მიიჩნევენ, რომ "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების რუსულმა რეჟიმმა თვითნებურად მიითვისა".

"ქართველი სტუდენტები ვერთიანდებით ევროპული მომავლის დასაცავად! ჩვენ, სტუდენტები, ვთვლით, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების რუსულმა რეჟიმმა თვითნებურად მიითვისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმი კი არ გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ ნებასა და გადაწყვეტილებას. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ხმები, რომლებიც მოგვპარეს და დავიცვათ ევროპული მომავალი, რომელიც წაგვართვეს. ახლა მხოლოდ მოქმედების, მოძრაობის დროა!

ამიტომ, 17 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები მარშით ვუერთდებით აქციას სახელწოდებით "დაიბრუნე ხმა".

მარშის დღის წესრიგი შემდეგია:

17:00 - ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან

17:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

18:00 - თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით რუსთაველზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან

19:00 - მარშს ვუერთდებით GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტები ოპერისა და ბალეტის თეატრიდან

19:15- სტუდენტები წარვადგენთ ერთობლივ მანიფესტს

19:30- სტუდენტები ერთობლივად ვუერთდებით პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციას. შემოგვიერთდით!", - წერია ანონსში.


close დახურვა